ვინ ასრულებს პროექტებს, რომელშიც ბიუჯეტის ფულს ვიხდით - დიდი კოურფციული სქემა აჭარაში

12.08.22 11:20
ვინ ასრულებს პროექტებს, რომელშიც ბიუჯეტის ფულს ვიხდით - დიდი კოურფციული სქემა აჭარაში

დიდი კოურფციული სქემა აჭარაში - რეგიონში სულ რამდენიმე კომპანიაა, ვის ხელშიც მთავარი პროექტები გადის. აღნიშნული კომპანიები მხოლოდ შუამავლები არიანდა რეალურად სამუშაოებს მათი ქვეკონტრაქტორები ასრულებენ.

პატარა კომპანიების არათანმიმდევრული და მავნე პრაქტიკა აჭარაში "საერთაშორისო გამჭვირვალობამ" ამხილა და კორუფციის მაღალი რისკები აჩვენა.

ირკვევა, რომ "ქართული ოცნების" შემომწირველ კომპანიებთან ტენდერიდან მინიმუმ ფულის 10% მიდის, ისიც არაფრის კეთებაში.

თუ მე ქვეკონტრაქტორი ვარ და 90% უნდა შევასრულო სამუშოაების, შენ რატომ მიგებ მაშინ ტენედრს? იმიტომ, რომ რეალურად, შენ ხარ დახლოებული პირი იმ ადგილობრივ უწყებასთან, არ ვიცი ეს სამინისტროა, დეპარტამენტია, ბათუმის აიპია... პრაქტიკულად, შენ ამ მოგებული თანხიდან მიგაქვს შენი საშუამავლო პროცენტი, დაახლოებით, კვლევამ აჩვენა, რომ არის 10-15% და ძირითადი სამუშაოსთვის მოგყავარ მე და მე ვამუშავებ. რა გამოდის? ეს არის, რეალურად, ყველაზე მანკიერი პრაქტიკა ქვეკონტრაქტორების საქმიანობისა, - ამბობს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართელოს" რეგიონული ოფისების მენეჯერი, ზვიად ქორიძე. 

 

"ოცნებასთან" დაახლოებული კომპანიებს შორის არიან ზიმო -7, ბონდი2009. აღნიშNული კომპანიები ტენდერებით მილიონობით ლარს იგებს.

მსგავსი სიახლეები