მაფიოზური გარჩევა "ლაგუნა ვერესთან" - დაკავებულები მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა

12.08.22 11:49
მაფიოზური გარჩევა "ლაგუნა ვერესთან" -  დაკავებულები მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა

მაფიოზური გარჩევა თბილისის ცენტრში - "ლაგუნა ვერესთან" მომხდარ სისხლიან ანგარიშსწორებაზე შეიტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულები მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა. 

ხმაურიან სასამართლო პროცესზე დაცვის მხარე ამტკიცებდა, რომ საქმეში ყველა მტკიცებულება სადავოა, ამიტომ ბრალდებულებს დარბაზი გირაოს სანაცვლოდ უნდა დაეტოვებინათ, თუმცა მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ გაითვალისწინა. 

ამ დრომდე არავინ იცის ვინ მოკლა 45 წლის ვახტანგ გურგენიძე. დამნაშავის კვალზე პოლიცია ისევ გადის. 

საქმეზე მომდევნო სასამართლო პროცესი 23 აგვისტოს ჩაინიშნა. 

მსგავსი სიახლეები