ვარკეთილის მესამე მასივში, მოსახლეობა ავარიული კორპუსიდან გაიყვანეს

12.08.22 11:59
ვარკეთილის მესამე მასივში, მოსახლეობა ავარიული კორპუსიდან გაიყვანეს

თბილისში, ვარკეთილის მესამე მასივში მცხოვრებლები სამართალდამცავებმა და სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ავარიული შენობიდან გამოიყვანეს. სამგორის გამგეობის ინფორმაციით, კორპუსს დაზიანების მეოთხე ხარისხი ჰქონდა მინიჭებული და 1 წლის განმავლობაში ქირით გასვლის თაობაზე მოსახლეობასთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა. შეთავაზებას მხოლოდ 5 ოჯახი დათანხმდა. 

კორპუსის სხვა მცხოვრებლები ამ დროისთვის სასტუმროებში გადაანაწილეს.

დასკვნა დევს, რომ ეს კორპუსი მეოთხე ხარისხის ნგრევის პირას იყო. ქირით გასვლა არ გვინდოდა, მაგრამ დღეს ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ გამოვიძახეთ მუნიციპალიტეტის სამსახურები, შესაბამისი სამსახურები და ერთობლივი გადაწყვეტილება მიიღეს, რომ სასწრაფოდ უნდა დავცალოთ, - ამბობს კორპუსის ერთ-ერთი მცხოვრები. 

მსგავსი სიახლეები