რატომ გაიმეტა ყოფილმა ქმარმა ყოფილი ცოლი მოსაკლავად - "პირველებმა" დეტალები გაარკვია

12.08.22 13:09
რატომ გაიმეტა ყოფილმა ქმარმა ყოფილი ცოლი მოსაკლავად - "პირველებმა" დეტალები გაარკვია

სისხლიანი ანგარიშსწორება ოზურგეთში - "პირველებმა" მომხდარის დეტალები გაარკვია. ირკვევა, რომ ყოფილი მეუღლის მერ ცოლის მკვლელობის დროს სახლში მათი 4 წლის შვილიც იმყოფებოდა.

მოკლული ჟუჟუნა გორგაძის ძმა, ტარიელ გორგაძე ყვება, რომ ყოფილი მეუღლე მის დაზე სისტემატურად ძალადობდა. მისი თქმით, მას შემაკავებული ორდერიც ჰქონდა გამოწერილი, ციხეშიც იჯდა, თუმცა იქიდან გამოსვლის შემდეგ ყოფილ ცოლზე ძალადობა ისევ განაგრძო.

ძმის ვერსიით, ქმარს ცოლთან შერიგება უნდოდა. ის ასევე, ამბობს, რომ მამას შვილის გაზრდა თავად სურდა, ყოფილი ცოლი კი ამის წინააღმდეგი იყო.

მესამეჯერ იყო უკვე... ნორმალური ადამიანი მაგას შვილს მისცემდა? შერიგება უნდოდა და მაგიტომ... , - ამბობს მოკლულის ძმა. 

ამ წუთებში 4 წლის ბავშვი პოლიციის სამმართველოშია გადაყვანილი. ის ფსიქოლოგების ზედამხედველობის ქვეშ არის.

შეგახსენებთ, რომ ოზურგეთში ყოფილმა ქმარმა ყოფილი ცოლი ე.წ. "შტირით" მოკლა. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. ამ დროისათვის მკვლელობაში ბრალდებული უკვე დაკავებულია. 

 

მსგავსი სიახლეები