"პოლიტიკაში მოსვლას არ ვაპირებ" - ლევან მამალაძე "ოცნების" პირველ პირებთან ერთად გამოჩნდა

12.08.22 13:49
"პოლიტიკაში მოსვლას არ ვაპირებ" - ლევან მამალაძე "ოცნების" პირველ პირებთან ერთად გამოჩნდა

შევარდნაძის მთავრობის გავლენიანი  მაღალჩინოსანი  დღეს კამერებთან "ოცნების" ხელისუფლების პირველ პირებთან ერთად გამოჩნდა. ლევან მამალაძე დიდგორობის დღესასწაულზე იმყოფებოდა.

19 წლის შემდეგ გამოსული ლევან მამალაძე ამბობს, რომ პოლიტიკაშიი საკუთარ თავს ვერ ხედავს და ამ მიმართულებით ბრძოლის გაგრძელებას არ აპირებს.

"პირველების" კითხვაზე, რატომ გამოჩნდა დღეს პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან და მინისტრებთან ერთად, გვითხრა, რომ  ამ დღესასწაულზე მოწვევა არ მიუღია და საკუთარი ნება-სურვილით მივიდა.

მოქალაქე ვარ, დიდგორის ორდენის დამფუძნებელი ვარ და ეს არის ის ადგილი, რომელიც ჩვენ აღვადგინეთ. არანაირი მოწვევა არ გვჭირდება, იქეთ თუ მოვიწვევთ ვინმეს, იმიტომ, რომ ეს დიდგორობა ჩვენ თავის დროზე აღვადგინეთ და ის ზეიმი, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ როგორც გამარჯვების სიმბოლოდ, ეს რომ აღდგა, ეს მე ამით კმაყოფილი ვარ.პოლიტიკაშ მე არ ვაპირებ, მე მითქვამს, რომ ეს არის ხელისუფლებისთვის ბრძოლა, მე ხელისუფლებისთვის ბრლისთის არ ვარ მზად და არც ვაპირებ ამას. ჩემი ამოცანაა დავეხმარო ქართულ სახელმწიფოს, - თქვა მამალაძემ. 

 

მსგავსი სიახლეები