იარე ფრთხილად ხალხისთვის - ანა დოლიძის პარტია ახალ აქციას იწყებს
იარე ფრთხილად ხალხისთვის - ანა დოლიძის პარტია ახალ კამპანიას იწყებს.
დოლიძის პარტიის აქტივისტებმა ქვეყანაში გახშირებულ ავტოსაგაზაო შემთხვევებთან დაკავშირებით აქცია პერფორმანსი გამართეს და ასათიანის ქუჩა სიმბოლურად გადაკეტეს.
პარტია ავტოსატრანსპორტო სამსახურის უყურადღებობას აპროტესტებს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ახლა აუცილებელია, საგზაო უსაფრთხოების კონტროლი დაწესდეს, ასევე საჭიროა, სიჩქარის შემზღუდავი ბარიერებისა და ზებრა გადასასვლელების დამატება ხალხმრავალ ადგილებთან.
თვითოეული ჩვენი მოქალაქე იმსახურებს უსაფრთხო გადაადგილებას ქალაქში. ჩვენ ომს ვუცხადებთ უკონტროლო და გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობას ქალაქში. რადგან ამ მიზეზით ყოველწლიურად 500 მოქალაქეს ვკარგავთ.
მარტო 2021 წლის პირველ და მეორე კვარტალში ჯამურად 220 ზე მეტი გარდაცვალების ფაქტი დაფიქსირდა.
ამიტომაც მოვუწოდებთ ყველა მძღოლს, იარეთ ფრთხილად ხალხისთვის! - აცხადებს პარტიის აქტივისტი.