აჭარაში ყველა დიდბიუჯეტიან ტენდერს ,,ქართულ ოცნებასთან" დაახლოებული კომპანიები იგებენ

12.08.22 15:52
აჭარაში ყველა დიდბიუჯეტიან ტენდერს ,,ქართულ ოცნებასთან" დაახლოებული კომპანიები იგებენ

როგორ იგებენ აჭარაში მრავლმილიონიან ტენდერებს და ვისი მფარველობით? - დიდ კორუფიციულ სქემაში მხილებული კომპანიები თავის მართლების რეჟიმში არიან. ირკვევა, რომ აჭარაში ყველა დიდბიუჯეტიანი ტენდერი ერთი კომპანიის სასარგებლოდ წყდება, რომელსაც ბათუმის საკრებულოს ,,ოცნების" ყოფილი დეპუტატი ფლობს. ეს არის ,,ბონდი 2009", რომლის 25%-ინი წილის მფლობელი ყოფილი დეპუტატი ნუკრი დოლიძეა. აღნიშნული პიროვნების შვილი კი  ახლა საკრებულოს მოქმედი დეპუტატია.

,,საერთაშორისო გამჭვირვალობის" მიერ მოკვლეეული მასალებით დგინდება, რომ აღნიშნული კომპანია აჭარაში განხორცილებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებში იღებდა მონაწილეობას და ტენდერებსაც უპრობლემოდ იგებდა, აღსანიშნავია, რომ ,,ბონდი 2009" სამუშაოებს თავად არ ასრულებდა და მას ქვეკონტრაქტორ კომპანიებს ავალებდა.

გინდთ, პასუხი გაგცეთ? რა ვქნა, ვმუშაობ და ტენდერებსაც ვიგებ. 2 მლნ 400 ათასი იყო ტენდერი. შევედი მილიონ 888 ათასით და მოვიგე. ბევრი კომპანია იყო, მაგრამ ყველაზე დაბალი ფასი მქონდა. 

ჩვენს მიერ გაკეთებული საქმე გადაიღეთ და გაანალიზეთ. ჩემი შვილის, ლევანის, საკრებულოში ყოფნა არაფერში მადგას.

თუ არ წახვალთ აქედან, გამოვუძახებ პოლიციას. შენც უზრდელი ხარ და მთელი ტელევიზიაც - განუცხადა ,,ტვ პირველს" კომპანია ბონდი 2009 -ის ხელმძღვანელმა, ნუკრი დოლიძემ.

არსებობს მეორე კომპანიაც, რომლის მიმართაც არასამათავრობო ორგანიზაციას კითხვები აქვს, ესაა შპს ,,ზიმო 7", ის ,,ქართული ოცნების" აქტიური შემომწირველია და ტენდერებსაც ხშირად იგებს.

,,ტვ პირველი" მივიდა მისამართზე, რომელიც აღნიშნულ კომპანიას აქვს მითითებული, თუმცა იქ საცხოვრებელი სახლი აღმოჩნდა.

,,პირველებმა" ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურის სამსახურს აღნიშნული კომპანიების შესახებ კითხვებით მიმართა, თუმცა, უშედეგოდ.

 

მსგავსი სიახლეები