ძალიან გამხდარია, სუსტადაა, აქვს მკვეთრად გამოხატული ტრემორი - ეკე ხერხეულიძემ მესამე პრეზიდენტი მოინახულა
სავალალო შედეგი გარდაუვალი იქნება, სახეზეა საერთო სისუსტე და ყოვედღიური ფიზიკური გაურესება - ამის შესახებ მიხეილ საკაშვილის მონახულების შემდეგ მისმა თანაგუნდელმა, ეკა ხერხეულიძემ, განაცხადა.
ეკა ხერხეულიძემ დღეს საკუთარი თვალით ნახა, როგორ გამოიყურება მიხეილ სააკაშვილი რამდენიმე თვიანი უშედეგო მკურნალობის შემდეგ.
სამშაბათს ვიყავი ბოლოს მიხეილ სააკაშვილთან. კიდევ დაკლებული აქვს წონაში. ეს ისეთი თვალსაჩინოა, ამას გვერდს ვერავინ აუვლის - ეს არის ძალიან საგანგაშო და ანგარიშგასაწევი ფაქტორი.
2-3 დღე მაშორებს შეხვედრიდან შეხვედრამდე და მკვეთრად გამხდარია. ძალიან სუსტად არის, წნევას უმოწმებენ, გუშინ ჰქონდა სიცხე და დღეს არ აქვს.
აქვს მკვეთრად გამოხატული ტრემორი, რომელიც ნახვიდან ნახვამდე უფრო ჩანს-ხოლმე.
აქამდე ასე მკვეთრად არ მიგვრძნია ეს ტრემორი. რამაც ძალიან იმოქმედა ჩემზე, რადგან ეს არ არის მარტივი საყურებელი - განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.