თეთნულდზე ტურისტების ჯგუფის დასახმარებლად მობილიზებულია ვერტმფრენი - შსს-ს განცხადება
მწვერვალ თეთნულდზე ტურისტების ჯგუფი დახმარებას საჭიროებს, ამ დროისთვის მათ დასახმარებლად მაშველთა ჯგუფი მიემართება.
შსს-ს ინფორმაციით, სამაშველო ღონისძიებაში მონაწილეობას სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც მიიღებს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შემოვიდა SOS შეტყობინება, რომ მწვერვალ თეთნულდზე უცხოელ ტურისტთა ჯგუფს ესაჭიროება მაშველთა დახმარება.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ოპერატიულად მოახდინა ძალების მობილიზება. დადგინდა ლოკაცია და რთული გეოგრაფიული მდებარეობის გამო მობილიზებულია ასევე სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, რომელიც ქუთაისის აეროდრომიდან სამაშველო ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.