რომ არა ნეპოტიზმი, ,,ოცნების" დეპუტატის ამ პროექტს საკრებულო არც განიხილავდა - ირაკლი ნადირაძე

13.08.22 11:51
რომ არა ნეპოტიზმი, ,,ოცნების" დეპუტატის ამ პროექტს საკრებულო არც განიხილავდა - ირაკლი ნადირაძე

ურბანული დანაშაული- ასე აფასებს თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი, ირაკლი ნადირაძე, ,,ქართული ოცნების" წევრის, პარლამენტარ ნინო წილოსანის ოჯახის ახალ პროექტს, რომელიც ნაძალადევის რაიონში 50 მაღალსართულიანი საცხოვრებელი  კორპუსის მშენებლობას ითვალისწინებს.

ირაკლი ნადირაძე არ გამორიცხავს, რომ აღნიშნულმა პროექტმა სატრანსპორტო კოლაფსი და ეკოლოგიური კატასტროფაც გამოიწვიოს, რადგან, კომპლექსის დაგეგმარების მიხედვით, ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონები გათვალისწინებული არ არის.

კახი კალაძის დახმარებით ,,ოცნების" დეპუტატს, ნინო წილოსანსა და მის ოჯახს, ასევე ივანიშვილის მთავარ პროპაგანდისტს და კარის ბიზნესმენს, ირაკლი რუხაძეს, გადაწყვეტილი აქვთ დედაქალაქის ცენტრში 217 ათას კვადრატულ მეტრზე, ნაძალადევის რაიონში ჩადგან 117 მეტრიანი კორპუსები, რომელიც იქნება ურბანული კატასტროფა მთელი თბილისისთვის და ფაქტიურად გაუვალს გახდის მთელს ჩუღურეთს, ნაძალადევსა და დიდუბეს. 

იძახიან, თბილისი უნდა იყოს მწვანე ქალაქი და ამ დაგეგმარებას არ გაჩნია გამწვანება. არ არის გათვალისწინებული პარკი და ეს ეწინააღმდეგება ,,თბილისი-მწვანე ქალაქი"-ს კონცეფციას.

რომ არა ნეპოტიზმი, ასეთი გეგმა ქალაქში განხილვაშიც კი არ იქნებოდა, რადგან ეს არის ურბანული დანაშაული - აცხადებს საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი, ირაკლი ნადირაძე.

აშენდება თუ არა ახალი მულტიფუნქციური კომპლექსი  თბილისში? საკრებულო მზად არის, ,,ქართული ოცნების" დეპუტატს, ნინო წილოსანსა და მის ოჯახს მშენებლობის ნებართვა მისცეს.

საუბარია ყოფილ ვაგონშემკეთებელ ქარხნის ტერიტორიაზე, სადაც არსებული ინფორმაციით, 50 საცხოვრებელი კორპუსი უნდა აშენდეს, რომლებიც 33 სართულიანი იქნება, აქვე განთავსდება საცხოვრებელი და კომერციული ფართებიც.

წინასწარი გათვლებით, მასშტაბურ მშენებლობას 15 წელი დასჭირდება.

 

მსგავსი სიახლეები