სარეალიზაციოდ გამზადებული ,,კოკაინი" და ,,კეტამინი" - პოლიციამ ნარკორეალიზატორი დააკავა
დაკავებულია პირი, რომელსაც გამოძიება ნარკოდანაშაულს ედავება. სამართალდამცველებმა ხელბორკილები უკრაინის მოქალაქეს დაადეს. თბილისში დაკავებულ პირს 14 შეკვრად დაფასოებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები აღმოჩნდა, მათ შორის, "კოკაინი" და ფსიქოტროპული ნივთიერება "კეტამინი".
დაკავებულის მიერ მითითებული ლოკაციიდან ამოღებულია სხვა ნარკოტიკული საშუალებები. უკრაინის მოქალაქეს 14-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება.