მწვერვალ თეთნულდზე ნაპრალში ჩავარდნილი უცხოელი ტურისტი გარდაიცვალა
მწვერვალ თეთნულდზე ჩარჩენილი უცხოელი ტურისტი გარდაიცვალა. ტურისტი ნაპრალში იყო გადავარდნილი და მისი ამოყვანის სამუშაოები რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ცხედარი უკვე მესტიაში გადაასვენეს.
ამ დროის მონაცემებით, 2 უცხოელი ტურისტი დაშავებულია, დანარჩენი სამის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელია. დაშავებული 2 ტურისტი ვერტმფრენით მესტიაში ჩამოიყვანეს, სადაც პირველადი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა.