თბილისი მალე ბეტონის ქალაქად იქცევა - გეოლოგები უპრეცენდენტოდ მასშტაბურ მშენებლობას აპროტესტებენ

13.08.22 17:30
თბილისი მალე ბეტონის ქალაქად იქცევა - გეოლოგები  უპრეცენდენტოდ მასშტაბურ მშენებლობას აპროტესტებენ

50 მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობა ნაძალადევში  - გეოლოგები და გარემოს დამცველები ურბანულ და ეკოლოგიურ საფრთხეებზე საუბრობენ. ექსპერტები პროგნოზირებენ, რომ  გამწვანების ნაცვლად თბილისი სულ მალე ბეტონის ქალაქად იქცევა.

,,დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის" დირექტორი, თეა გოდოლაძე, აცხადებს, რომ მსგავსი დიდი კორპუსები მიწისძვრის, ან სხვა გეოლოგიური კატასტროფის შემთხვევაში საფრთხის შემცველია. 

რომ ვთქვათ, არ ააშენო, ეს სისულელეა. მაგრამ როგორ უნდა ააშენო, სად, რატომ უნდა ააშენო- ეს არის მნიშვნელოვანი. ფურცელზე რომ არის ეს ყველაფერი და რეალურად ვინ რას აკეთებს,  კაციშვილმა არ იცის. 

ამ ყველაფრის გათვალისწინებით მე მაგალითად შიში მაქვს, როცა ვინმე 50, ან 33 სართულიან კორპუსს აშენებს, რადგან ეს კორპუსები მიწისძვრის, ან სხვა გეოლოგიური საფრთხის პირობებში დიდიდ რისკის მატარებელია - აცხადებს ექსპერტი თეა გოდოლაძე.

თბილისში მასშტაბური მშენებლობების წინააღმდეგია  არასამთავრობო ორგანიზაცია ,,პარტიზანი მებაღეების" ხელმძღვანელი, ნატა ფერაძე. 

ექსპერტი ურჩევს ქალაქის ხელმძღვანელობას, თბილისის განაშენიანების გენერალურ გეგმას მიჰყვეს.

ეს პროექტი სრულიად აცდენილია, იქ საერთოდ არაფერი არ უნდა აშენდეს, გენგეგმას უნდა მივყვეთ, ერთ სულ მოსახლეზე  მწვანე საფარი უნდა ვნახოთ. 

ქალაქს კლავენ, იმიტომ, რომ ვიღაც კორუმპირებულმა ჩინოვნიკმა ბევრი ფული ჩაიდოს ჯიბეში, ეს ნიშნავს, რომ ჩემი შვილები გაიქცნენ ქვეყნიდან - თქვა ნატა ფერაძემ.

თბილისის ცენტრში,  ყოფილ ვაგონმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე 270 ათას კვადრატულ მეტრზე 50 მაღალსართულიანი კორპუსი უნდა აშენდეს - პროექტის უკან ,,ქართული ოცნების" წევრის, ნინო წილოსანის, ოჯახის ინტერესია.

 

მსგავსი სიახლეები