სასტიკი ანგარიშსწორება ეჭვიანობის ნიადაგზე - არაშენდაში ადგილობრივმა თანასოფლელი მოკლა
სასტიკი ანგარიშსწორება ეჭვიანობის ნიადაგზე - სოფელ არაშენდაში ადგილობრივმა თანასოფლელი მოკლა. მკვლელობის მოტივი ცოლზე ეჭვიანობა გახდა.
ირკვევა, რომ ახალგაზრდა კაცმა შურისძიების მიზნით მსხვერპლი ტყეში გაიტყუა და დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. 47 წლის ლევან იაგანაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე, გზაში გარდაიცვლა.
"პირველების" ინფორმაციით, მკვლელობაში მხილებული კაცი მეზობელს მოკვლით ხშირად ემუქრებოდა. ამის შესახებ იცოდნენ ადგილობრივმა სამართალდამცავებმაც. პოლიციის უფროსმა მოკლული კაცი შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე განყოფილებაში დაიბარა და სოფლის დატოვება ურჩია.
მოკლულის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მოკლულს სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები განსაკუთრებული სისასტიკით აქვს მიყენებული. მათი თქმით, წინასწარ დაგეგმილ ანგარიშსწორებაში მვკლელობაში ბრალდებულის გარდა სხვა პირებიც მონაწილეობდნენ.
ლევანი აბანოს აკეთებდა და კლასელმა მოაკითხა, რომ ვქეიფობთ და უნდა წამოხვიდეო. რომ წავიდა და მანქანაშ ჩაჯდა და გავიდნენ, იმ ყრუ-მუნჯ ბავშვს დაუნახავს, რომ ლევანი მანქანაშ ჩაჯდაო, მკვლელის შვილს და მიიტანა სახლში ამბავი და ისინიც შეიარაღებულან, წასულან და სულ რაღაც 10 წუთში ეს ამბავიც მოხდა. სამნი მონაწილეობდნენ ამ ამბავშ, მამა, ძმა და შვილი. ნაწამებია, ცხვიცი გატეხილი აქვს, ბარძაყები აქვს გადაჭრილი და სისხლის დაიცალა და გარდაიცვალა, - ამბობს მოკლულის ოჯახის წევრი.
მკვლელობაში ბრალდებული პოლიციას უკვე ჩაბარდა. მას 10-დან 15 ლამდე ეპატიმრობა ემუქრება.