აფხაზეთის ომიდან 30 წელი გავიდა
30 წელი აფხაზეთის ომიდან - 1992 წლის 14 აგვისტოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის და პოლიციის შენაერთები აფხაზეთის ავტონომიური რეპუბლიკაში შევიდნენ. აფხაზეთში შესვლიდან რამდენიმე საათში ქართულ ჯარს ე.წ. აფხაზურმა გვარდიამ ცეცხლი გაუხსნა. სეპარატისტებს მხარს რუსეთი უჭერდა. ომი 13 თვეს გაგრძელდა.
1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა. დაიღუპა 10 ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე, ასეულობით უგზო-უკვლოდა დაიკარგა, დაიჭრა 10 ათასზე მეტი, 300 ათასი მოქალაქე კი საკუთარ ქვეყანაში დევნილად იქცა.
2008 წლის ომის შემდეგ რუსეთმა აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა და რეგიონი დღემდე რუსეთის მიერ არის ოკუპირებული.