სისხლიანი გარჩევა ქობულეთში - მოკლულია 21 წლის ახალგაზრდა

14.08.22 13:15
სისხლიანი გარჩევა ქობულეთში - მოკლულია 21 წლის ახალგაზრდა

ქობულეთში ახალგაზრდებს შორის სისხლიანი გარჩევა მკვლელობით დასრულდა. მოკლულია ხაშურში მცხოვრები 21 წლის რეზი ლომსაძე.

ირკვევა, რომ თავდამსხმელმა ახალგაზრდა ბიჭი მობილური ტელეფონის გამო მოკლა. ახალგაზრდას სასიკვდილო ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

კაფეში შესულან და რომ ცეკვავდნენ დარჩენია ტელეფონი. მომეციო ჩემი ტელეფიონი და არაო და ამოიღო დანა..., - ყვება ადგილობრივი.

წარსულშ ნასამართლევი ბრალდებული პირი სამართალდამცავებმა უკვე დააკავეს. ის ბრალის წარდგენას წინსაწარი დაკავების იზოლატორში ელოდება.  

მსგავსი სიახლეები