თეთნულდზე სამაშველო ოპერაცია გრძელდება - მაშველები მთებში ჩარჩენილ 3 მთამსვლელს ეძებენ
თეთნულდზე სამაშველო ოპერაცია ისევ გრძელდება. მაშველები მთებში ჩარჩენილ 3 მთამსვლელს ეძებენ.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ტურისტებთან კომუნიკაცია უკვე შედგა და ახლა მაშველებს ელოდებიან.
შეგახსენებთ, რომ 6 მთასვლელიდან 2 დაშავებული და ერთი ცხედარი მაშველებმა შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით მესტიაში გუშინ ჩაიყვანეს.