მკვლელობა მობილური ტელეფონის გამო - "პირველებმა" ახალი დეტალები გაარკვია
მკვლელობა მობილური ტელეფონის გამო - ქობულეთში მომხდარ სისხლიან გარჩევასთან დაკავშირებით "პირველებმა" ახალი დეტალები გაარკვია. ირკვევა, რომ დამსვენებლებს შორის კონფლიქტი ღამის კლუბ "ჰავანაში" მოხდა, კონფლიქტი კი შენობის გარეთ გაგრძელდა.
ამოღებულია თუ არა სათვალთვალო კამერების ჩანაწერები და რა იციან სისხლიან გარჩევაზე კლუბის თანამშღომლები არ საუბრობენ.
დაკავებულს ბრალი უკვე წარედგინა.
შეგახსენებთ, რომ ქობულეთში ახალგაზრდებს შორის სისხლიანი გარჩევა მკვლელობით დასრულდა. მოკლულია ხაშურში მცხოვრები 21 წლის რეზი ლომსაძე.
ირკვევა, რომ თავდამსხმელმა ახალგაზრდა ბიჭი მობილური ტელეფონის გამო მოკლა. ახალგაზრდას სასიკვდილო ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული.