დედის მკვლელობისთვის დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალს დღეს წარუდგენენ
დედის მკვლელობისთვის დაკავებულ არასრულწლოვანს დღეს ბრალს წარუდგენენ. 17 წლის ბიჭს გამოძიება განზრახ მკვლელობას ედავება. გამორიცხული არ არის, ახალგაზრდა სასამართლოში დღესვე მიიყვანონ.
ჯერჯერობით უცნობია, დაასახეებს თუ არა დანაშაულის შემკვეთად მამას, რომელსაც ცოლი ოჯახური ძალადობის გამო დაშორდა.
ირკვევა, რომ მკვლელობის რამეს საცხოვრებელ სახლშ ჟანა ხალილოვას ყოფილი მეუღლეც იმყოფებოდა, რომელიც სოფლიდან სპეციალურად ჩამოვიდა, რათა 14 წლის ქალიშვილი თან წაეყვანა.
მამა-შვილის წასვლის შემდეგ, სახლში 17 წლის ნოურუზ ხალილოვი დედასთან ერთად მარტო დარჩა. დილის 4 საათზე ის მეგობარს დაუკავშირდა და მას დახმარება სთხოვა, რა დროსაც, სავარაუდოდ, ჟანა ხალილოვას მკვლელობა დაიგეგმა.
ოჯახის ახლობლებს მომხდარის ვერსიებზე საუბარი უჭირთ.
ნოურუზ ხალილოვას პოლიციას თავად ჩაბარდა. ცნობილია ისიც, რომ 17 წლის არასრულწლოვნის მამა ოჯახური ძალადობის ბრალდებით ციხეში სასჯელს წლების განმავლობაში იხდიდა.
შეგახსენებთ, რომ 34 წლის ჟანა ხალილოვა საკუთარმა არასრწულწლოვანმა შვილმა 13 აგვისტოს სამზარეულოს დანით მოკლა. ნოურუზ ხალილოვს თანამზრახველიც ჰყავდა, ის მისივე მეგაბარია.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ნორუზ ხალილოვს 16 დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.