ლარი ელვის სისწრაფით უფასურდება - ეკონომისტები ეროვნული ბანკის არასწორ პოლიტიკაზე საუბრობენ

15.08.22 11:38
ლარი ელვის სისწრაფით უფასურდება - ეკონომისტები ეროვნული ბანკის არასწორ პოლიტიკაზე საუბრობენ

გამყარებული ერვნული ვალუტა, რომლითაც მთავრობა ამაყობდა, ელვის სისწრაფით უფასურდება. 1 დოლარის შესაძენად ახლა 2 ლარი და 88 თეთრია საჭირო. 

ირკვევა, რომ ლარის გაუფასურება ეროვნული ბანკის პოლიტიკის შედეგია, რომელმაც ბაზარზე 40 მლნ დოლარი ერთბაშად იყიდა, რასაც მკვეთრი გაუფასურება მოჰყვა. 

ეკონომისტები ლარის გაუფასურებეას მომდევნო პერიოდშიც პროგნოზირებენ.

საქართველოში ერთადერთი რაც დუღს, ეს არის ინფლაცია, რომელიც არის 11%-იან ნიშნულზე და ეს არის საგანგაშო და სავალალო მდგომარეობა. საქმე გვაქვს ძალიან უხეშ ხელოვნურ ჩარევასთან, რომელიც გამოიწვია ეროვნული ბანკის ქმედება. მა 40 მლნ დოლარი მიიღო ბაზრიდან სწორედ იმ მომენტში, როდესაც ლარი აგრძელებდა გამყარების ტენდენციას. გაუგებარია ეს გადაწყვეტილება, რის შედეგადაც საქართველოში მივიღეთ კვლავ, სულ რაღაც ერთ დღეში 14 პუნქტით გაუფასურებეული ლარი. სექტემრბის მეორე ნახევრიდან ველოდებით ექსტრაპოლაციურ დაპროგნოზებაში მივიღებთ 3 ლარს გადაშორებულ ღირებულებას დოლარისას, - ამბობს ეკნომისტის ოთო აბესაძე.