საქართველოში ტემპერატურა 40 გრადუსს მიაღწევს - სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ
საქართველოში ტემპერატურა 40 გრადუსს მიაღწევს. მომდევნო 5 დღის განმავლობაში ქვეყანაში მაღალი ტემპერატურაა მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ზოგიერთ რეგიონში ძლიერი ქარიცაა მოსალოდნელი, რაც , როგორც წესი, ტყის ხანძრების გაჩენის წინაპირობაა.
სინოპტიკოსები მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ და ურჩევენ, გარემო არ დააბინძურონ.
19 აგვისტომდე საქართველოს ტერიტორიაზე კვლავ შენარჩუნდება მაღალი ტემპერატურა როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში 34-39 გრადუსის ფარგლებში. მაღალი ტემპერატურა შენარჩუნებული გვექნება კვლავ მთიან რეგიონში და დროგამოშვებით ველოდებით ქარის გაძლიერებას, რაც გამოიწვევს ტყეში ხანძრის გაჩენის პირობებს, - ამბობს სინპტიკოსი.
დღეს თბილისში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატუა 36 გრადუსია ნავარაუდები.