8 დღიანი ძებნის შემდეგ 27 წლის ბექა რევაზიშვილი გარდაცვლილი იპოვეს - რა მოხდა კასპში

15.08.22 13:43
8 დღიანი ძებნის შემდეგ 27 წლის ბექა რევაზიშვილი გარდაცვლილი იპოვეს - რა მოხდა კასპში

8 დღიანი ძებნის შემდეგ 27 წლის კასპელი ახალგაზრდა  გარდაცვლილი იპოვეს. ბექა რევაზიშვილის ცხედარი  მდინარე მტკვრის ნაპირზე ადილობრივმა მწყემსმა ნახა. სწორედ მან გამოიძახა ადგილზე სამართალდამცავები.

ცხედარს თოკით მძიმე ლოდი ჰქონდა მიბმული. ოჯახი თითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავს.

მენახირემ გაგავეგებინა,რ ომ ადამიანის ფეხი ჩანს... მარტო ფეხი ჩანდამდინარეზე. წავიდნენ სასწრაფოდ მაშველებთან ერთად და ნახეს.... ვერ ამოჰყავდათ, ისე იყო დაბმული... ტროსი ჰქონდა ხუთჯერ შემოხვეული, მძიმე ტვირთი, ქვა ჰქონდა შემოდენული... ყელზეც ჰქონდა შემოხვეული და ისე იყო წყალში... მერე როგორც იქნა მაშველებმა ამოიყვანეს ბავშვი.... გაოგნებულები ვართ, ჩვენ თითონაც ვერ ვაზროვნებთ რა მოხდა, იმიტომ, რომ მაგ ბავშვის თვითმკვლელობა გამორიცხულია, - ამბობს ოჯახის წევრი. 

ახალგაზრდა კაცი  სახლიდან 6 აგვისტოს, შუადღისას გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. გაუჩინარებული მამაკაცის ძებნის ოპერაციაში  სამართალდამცველები და კინოლოგები იყვნენ ჩართული.