21 წლის რევაზ ლომსაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულს 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
21 წლის რევაზ ლომსაძის მკვლელობისთვის ბრალდებულ ლექსო ინდუაშვილს ბათუმის საქალაქო სასამართლომ აღმკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულს გამოძიება პირის განზრახ მკვლელობას ედავება. საუბარია რამდენიმე დღის წინ ქობულეთში მომხდარ ინციდენტზე, როცა ორ ახალგაზრდას შორის დაპირისპირება ერთ-ერთ კაფეში, დაკარგული ტელეფონის გამო დაიწყო და 21 წლის რევაზ ლომსაძის მკვლელობით დასრულდა.
პოლიციამ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა. ამოღებულია დანაშაულოს იარაღი. დაკავებული პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა ახალი დანაშაულის ჩადენის დროს.
დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მას 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.