რეალურად კი არ არის, მაღალი ეკონომიკური ზრდა მხოლოდ ციფრებში გვაქვს - ეკონომიკის ექსპერტი

15.08.22 15:32
რეალურად კი არ არის, მაღალი ეკონომიკური ზრდა მხოლოდ ციფრებში გვაქვს - ეკონომიკის ექსპერტი

პრემიერი ამბობს ერთს, რეალობა ქუჩებში არის სხვა - ეკონომიკის ექსპერტები დღეს მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლას ეხმიანებიან. 

პრემიერმა საზოგადოებას ლარის გამყარება მიულოცა.  ექსპერტები კი აცხადებენ, რომ ბოლო ერთ კვირაში ეროვნული ვალუტა  ათი თეთრით გაუფასურდა. მათი პროგნოზით, ლარი დოლართან მიმართებაში სექტემბერში 3 ლარს გადაცდება. 

ეს არის ეროვნული ბანკის დამსახურება, მან ერთიანად ამოიღო თანხა, როცა შეეძლო, 10-15 მილიონი ამოეღო და არ მომხდარიყო ასეთი რყევა.

ინფლაციის მაჩვენებელი წლიური 11%-ია. ეს კი ფაქტიურად ჭამს და მეტია, ვიდრე ეკონომიკური ზრდა. საქართველოში ეკონომიკური ზრად მხოლოდ ციფრებშია, რეალურად კი არ არის. ეს იმას ნიშნავს, რომ ფასები შემოდგომაზე მაღალი გვექნება - აცხადებს ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, ნიკა შენგელია