ვინ მოკლა 34 წლის ჟანა ხალილოვა - სოფელ ბირლიკში ხელს 17 წლის ბიჭის მეგობარს ადებენ

15.08.22 15:19
ვინ მოკლა 34 წლის ჟანა ხალილოვა - სოფელ ბირლიკში  ხელს 17 წლის ბიჭის მეგობარს ადებენ

არასწრულოვნის მიერ მოკლული ქალი ყოფილი ქმრის სახლში გადაასვენეს. სოფელ ბირ-ლიკში ირწმუნებიან, რომ ჟანა ხალილოვა არც შვილს მოუკლავს და არც  ყოფილი ქმრის მიერ იყო დაგეგმილი. უმძიმესს დანაშაულს არასწრულოვნის მეგობარს აბრალებენ.

ჰქონდათ ხოლმე პრობლემები, მაგრამ ვის არ აქვს ოჯაში პრობლემები, მაგრამ საუკეთესო წყვილი იყო. ისეთი ბიჭი იყო ის ბიჭი, რომ ჭიანჭველას ფეხს არ დააბიჯებდა. ყველა რაღაც ჭორებზე საუბრობს, მაგრამ არ ვიცით არც ოჯახეის წევრებმა და არც არავინ რა მოხდა. ასეთ რაღაცას ვერ იზამდა, ვფიქრობ, რომ თავის მეგობარმა გააკეთა ეს, - ამბობს ხალილოვას ყოფილი ქმრის ახლობელი. 

დაკავებულები ამ დრომდე წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩებიან და ბრალის წარდგენას ელოდებინ. 

შეგახსენებთ, რომ 34 წლის ჟანა ხალილოვა საკუთარმა არასრწულწლოვანმა შვილმა 13 აგვისტოს სამზარეულოს დანით მოკლა. ნოურუზ ხალილოვს თანამზრახველიც ჰყავდა, ის მისივე მეგაბარია. 

არსებობს ვერსია, რომ შესაძლოა, მკვლელობა ხალილოვას ყოფილმა ქმარმა დაგეგმა და ამ საქმეში 17 წლის მოზარდიც გარია. 

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ნორუზ ხალილოვს 16 დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.