აპრილის ბოლოს AstraZeneca-ს 50 000-მდე დოზა შემოვა - ეკა ტიკარაძე
აპრილის ბოლოს AstraZeneca-ს 50 000-მდე დოზა შემოვა - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, განაცხადა. მინისტრის ცნობით, შემდეგი დოზები მაისის თვეში შემოვა.
თვის ბოლოს შემოვა ,,ასტრაზენეკას" შემდეგი მოცულობა საქართველოში. ეს იქნება 50 000-მდე ,,ასტრაზენეკას" დოზა, შემდეგი კი შემოვა მაისში. ეს გადაწყვეტილება მიიღო COVAX-ის პლატფორმამ. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვიცით, თითოეულ ვაქცინას აქვს საკმაოდ მოკლე ვარგისიანობის ვადა და მნიშვნელოვანია, რომ ვადით დაცული ვაქცინები შემოვიდეს საქართველოში - თქვა ტიკარაძემ.
ვაქცინაციის პროცესი 15 მარტიდან დაიწყო. Pfizer-ის ვაქცინა საქართველოში 25 მარტს შემოვიდა.