თავდასხმების სერია ქვეყანაში - გურამ არუთინაშვილს უცნობებმა თავში ბოთლი ჩაარტყეს

15.08.22 17:06
თავდასხმების სერია ქვეყანაში - გურამ არუთინაშვილს უცნობებმა თავში ბოთლი ჩაარტყეს

ქვეყანა ქუჩის თავდასხმების სერიამ მოიცვა. უცნობებმა გურამ არუთინაშვილს თავში ბოთლი ესროლეს. თავდამსხმელებს მისი საქმიანობა არ მოსწონდათ. 

სამგორის მეტროსთან "ლიდერ ტვ-ის" წამყვანს ჯერ სიტყვიერი შეირაცყოფა მიაყენეს, შემდეგ კი ბოთლი ესროლეს.

შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციიის თანამშრომლები არიან მობილიზებული და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

ვიღაც სამი ტიპი გადმოდიოდა გზის მოპირდაპირე მხრიდან, მათ შორის, ერთი იყო, რომელიც იმათზე წინ იყო და ანუ ჩემი მისამართით იყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. რომ მივბრუნდი მერე, ანუ გავაგრძელე გზა, უკანა მხრიდან კეფაში დამარტყა წყლით სავსე ბოთლი. სამს ფიზიკურად ვერაფერს ვუზამდი.

"ერთი შენიც და შენი პატრულისაცო, მკიდია, სადაც გინდა, იქ დარეკეო". მოვითხოვ კანონის უმკაცრესი ზომებით დასჯას, - ამბობს არუთინაშვილი. 

მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება უკვე დაიწყო.