ეშმაკმა ისე გაგამწაროთ, რომ ერთმანეთს დაერიოთ - ბრალდებულმა მოსამართლე დაწყევლა
ბრალდებულმა სასამართლოში მოსამართლე დაწყევლა - დაწყევლილმა მოსამართლემ კი პატიმარი დარბაზიდან გააძევა. პროცესი მცხეთის რაიონულ სასამართლოში მიმდინარეობდა.
ხმაური სასამართლოში მას შემდეგ დაიწყო, რაც მოსამართლე რევაზ ნადოიმ დაცვის მხარეს ერთ-ერთი შუამდგომლის დაკმაყოფილებაზე უარი უთხრა.
ადვოკატი აცხადებდა, რომ მოსამართლე და პროკურორი მიკერძოებულები იყვნენ და მათს აცილებას ითხოვდა.
აღნიშნულმა ფაქტმა ბრალდებულების გაღიზიანება გამოიწვია და ერთ-ერთმა დაპატიმრებულმა, ბექა შენგელიამ, მოსამართლე დაწყევლა.
ბოლო ბოლო, გუიანტანომოში ვართ, თუ სად? რანაირად დავმშვიდდე, მიყვებით დინებას და ბოლოში რას გამომიცხადებთ, კარგად ვიცი.
ეშმაკმა ისე გაგამწაროთ, რომ ერთმანეთს დაერიოთ, თქვენიანებს დასდევდეთ - თქვა ბრალდებულმა შენგელაიამ.
მიხეილ ხარებავას, ბექა და გიორგი შენგელიებს გამოძიება პოლიციის მიმართ დაუმორჩილებლობასა და წინააღმდეგობის გაწევას, ასევე დანაშაულის შეიტყობინებლობას ედავება.
ბექა შენგელიას ინციდენტი წინა პროცესზეც შეემთხვა, მან პროკურორს ბოტასი ესროლა.