რატომ ღირს ბენზინი ძვირი - საკითხს კონკურენციის სააგენტო შეისწავლის
რატომ ღირს ბენზინი ასე ძვირი - ანტიმონოპოლიური სამსახური საწვავის იმპორტიორი კომპანიების შემოწმებას იწყებს. პრემიერ ღარიბაშვილს ეჭვობს, რომ ბიზნესი სცოდავს.
კონკურენციის საგენტო მიიჩნევს, რომ ბენზინი უფრო იაფი უნდა ღირდეს, მაგრამ გამდიდრების გამო კომპანიები საწვავის ფასს არ ამცირებენ. ჩნდება ეჭვები იმასთან დაავშირებითაც, რომ ნავთობიმპორტიორებს სხვადასხვა ქვეყნებიდან საწვავი სხვადასხვა ფასად შემოაქვთ. მაგალითად, სულ სხვა ფასი აქვს რუსეთიდან და რუმინეთიდან შემოტანილ საწვავს.
ჩვენი შეფასების მიხედვით, განსაკუთრებით ივნის-ივლისში საქართველოშ ხდებობდა გაიაფებული საწვავის შემოდინება და აღნიშნულის სათანადოდ ასახვა და დროში შესაბამისად არ ხდებობდა საცალო ბაზარზე, ამიტომ ჩვენი მიზანია გავარკვიოთ ასეთი ქმედების კეთილსინდისიერება. განსაკუთრებით რუსეთიდან იმპორტირებული საწვავის შემთხვევაში მნიშვნელოვნად იყო გაზრდილი ამ პერიოდშ მარჟები და ასევე, რუმინეთიდან შემოტანილი საწვავის შემთხვევაში მნიშვნელოვანი ფასთა შორის სხვაობა იყო სხვა მოვაჭრეებზე გაყოდულ საწვავს შორის და საკუთარ ქსელშ შეტანილ ძირადღირებულ საწვავს შორის, - ამბობს კონკურენციის სააგენტოს თავმდჯომარე ირაკლი ლექვინაძე.
"პირველები" ნავთობიმპორტიორთან ასოციაციის ხელმძღვანელს ვანო მთვრალაშვილს ესაუბრა. მისი თქმით, საწვავსა და დიზელზე ფასები დაკლებულია და ეს ტენდენცია კიდევ გაგრძელდება.
არაბრენდირებულ მცირე და საშუალო ქსელებში საწვავის ფასის შემცირება, ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, რომ მიმდინარე ეტაპამდე საკმადო აქტიურად მიმდინარეობდა. დიზელის საწვავზე ფასები უფრო მეტად არის დაკლებული, ეს არის, ალბათ, საშალოდ 20-40 თეთრით, ბენიზინის შემთხვევაში აქ ფასების კლება არის სადღაც 10-15-20 თეთრის ფარგლებში. ფასების შემცირება აუცილებლად გაგრძელდება, - თქვა მთვრალაშვილმა.
ეკონომისტები ამბობენ, რომ საწვავზე ფასის კლების გასაღები სწორედ მთავრობის ხელშია. სპეციალისტები გამოსავალს აქციზის გადასახადის გაუქმებაში ხედავენ.