6 გარდაცვლილი და 12 338 ახალი შემთხვევა - კორონავირუსის განახლებული სტატისტიკა

16.08.22 12:20
6 გარდაცვლილი და 12 338 ახალი შემთხვევა - კორონავირუსის განახლებული სტატისტიკა

7 აგვისტოდან 14 აგვისტოს ჩათვლით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 12 338 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 6 პაციენტი, - ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 12 766 პირი.

ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 74 398 ტესტი.