მცემდა ჩოგნით, თმებით მათრევდა და თავს კარადაზე მარტყმევინებდა - დოროყაშვილის ტირილით მიცემული შოკისმომგვრელი ჩვენება

16.08.22 13:10
მცემდა ჩოგნით, თმებით მათრევდა და თავს კარადაზე მარტყმევინებდა - დოროყაშვილის ტირილით მიცემული შოკისმომგვრელი ჩვენება

ნეკა დოროყაშვილის შოკისმომგვრელი ჩვენება. ღორი, ვირთხა, გველი - ორსულ ქალს ნიკოლოზ ბასილაშვილი ცხოველების სახელებს ეძახდა, უკრძალავდა გარეთ გასვლას, მუშაობას, ცემდა, სჯიდა ხან ჩოგნით, ხან მაცივრის წყლით, ათრევდა თმებით და არტყმევინებდა კარადაზე თავს.  

ფიზიკური ძალადობის ერთი შემთხვევა ამერიკის შეერთებულ შტატებში მოხდა და ამის ამსახველი ვიდეო ჩანაწერიც არსებობს. 

ქალი ჩვენებას სასამართლოს მძიმე ემოციურ მდგომარეობაში აძლევს.  ტირილით მიცემულ ჩვენებას უსმენს და უყურებს ნიკოლოზ ბასილაშვილი. ის სხდომას დისტანციურად ესწრებაა.  

ნეკა დოროყაშვილი საჯაროდ ადასტურებს, რომ მას არაადამიანაურად  არამხოლოდ ქმარი, არამედ დედამთილიც ექცეოდა. 

რვაწლიანი თანაცხოვრების ამბებს ძალადობის მსხვერპლი ქალი სასამართლოს ამ წუთებშიც უყვება.

„როდესაც ორსულად ვიყავი, სხვადასხვა ცხოველების სახელს მეძახდა - ვირთხას, გველს, რწყილს. ამ სიტყვებით მოიხსენიებდა ჩემს ოჯახის წევრებს.

ქორწინებიდან 5-6 თვეში დაიწყო ჩემი დამცირება, რასაც ნელ-ნელა მოჰყვებოდა ფიზიკური ძალადობა. ძალიან მრცხვენია, რომ ამას ვყვები. თავიდან დაიწყო სიტყვიერი შეურაცხყოფა ჩემი ოჯახის წევრების მიმართ, შემდეგ იყო ძალადობა. ყოფილა შემთხვევა კონფლიქტის მერე საწოლზე წამოვწოლილვარ, გამოუტანია მაცივრის წყალი და ჩემთვის დაუსხამს, იყო თმით თრევა, საჭმლის შეყრა სახეში. გარკვეულ წარმატებას როდესაც მიაღწია, ერთ დღეს გამომიცხადა, რომ მეფე ვარო და მე უნდა მოვქცეულიყავი, როგორც მისი ქვეშევრდომი“. - ამბობს დორაყაშვილი.

ბოლო დროის ყველაზე გახმაურებული საქმის მთავარი ფიგურანტი ასევე დედამთილის მხრიდან განხორციელებულ ძალადობაზეც საუბრობს და ამბობს, რომ დედამთილის იგონებდა ამბებს, რატა ცოლ-ქმარს შორის შუღლი ჩამოეგდო და შემდეგ ეს შუღლი ფიზიკური ძალადობით სრულდებოდა.

დოროყაშვილი ასევე სასაამრთლოს უყვება, რომ მას ბასილაშვილი ფსიქიკურად გაუწონასწორებელს და შეშლილს ეძახდა. ასევე ამბობს, რომ ყოფილმა ქმარმა 2016 წელს მას 3 მობილური დაუმტვრია, რატა ძალადობის დამადასტურებელი ფაქტები გაენადგურებინა. 

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვნის თანდასწრებით. მოგვიანებით პროკურატურამ ბასილაშვილს ბრალდება დააზუსტა და მას ძალადობის რამდენიმე ეპიზოდთან ერთად, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობასაც ედავებიან.