დედის მკვლელობაში ბრალდებულ არასრუწლოვანს და მის თანამზრახველს პატიმრობა შეეფარდათ

16.08.22 15:01
დედის მკვლელობაში ბრალდებულ არასრუწლოვანს  და მის თანამზრახველს პატიმრობა შეეფარდათ

დედის მკვლელობაში მხილებულ არასრულწლოვანს და მის თანამზრახველს მოსამართლემ პატიმრობა შეუფარდა. პროცესი საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ დასრულდა.

სასამართლო სპროცესზე არცერთ ბრალდებულს სიტყვის უფლებით არ უსარგებლია. სხდომა მედიისთვსი დახურული იყო.

მოსამართლემ ასევე, დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და  ნოურუზ ხალილოვს და მის მეგობარს ფსიქოლოგიური ექსპერტიზა ჩაუტარდებათ.

პარალელურად, პროკურატურა შემზარავი დანაშაულის საქმეზე გამოძიებას აგრძელებს. გამორიცხული არ არის დამნაშავეთა წრე გაფართოვდეს, რადგან ერთი ვერსიით, ქალის მკვლელობა ყოფილმა ქმარმა დაუკვეთა.

შეგახსენებთ, რომ 34 წლის ჟალა ხალილოვა საკუთარმა არასრწულწლოვანმა შვილმა 13 აგვისტოს სამზარეულოს დანით მოკლა. ნოურუზ ხალილოვს თანამზრახველიც ჰყავდა, ის მისივე მეგაბარია. 

საკუთარ ჩენებაში 17 წლის ნოურუზ ხალილოვი დედის მკვლელობას აღიარებს და მომხდარს დეტალურად აღწერს.