ვისი ტვირთი შემოვიდა რუსული დროშით ბათუმის ნავსადგურში - "პირველებმა" კომპანიის ვინაობა გაარკვია

16.08.22 15:38
ვისი ტვირთი შემოვიდა რუსული დროშით ბათუმის ნავსადგურში - "პირველებმა" კომპანიის ვინაობა გაარკვია

ვისი ტვირთი შემოვიდა რუსული დროშით ბათუმის ნავსადგურში? - არც ერთი სახელმწიფო უწყება არ ამხელს ვის ეკუთნის ხორბალი.

დუმილის რეჟიმშია ბათუმის პორტის, საზღვაო ტრანსპორტის და შემოსავლების სამსახურის ადმინისტრაცია.

თუმცა „პირველებმა“ გაარკვია, რა წერია დოკუმენტებში და რომელი კომპანიისთვისაა განკუთვნილი 2 900-ი ტონა ხორბალი, რომელიც ჩვენს ტერიტორიულ წყლებში  როსტოვის ოლქიდან შემოვიდა.  

შემოტანილი ხორბალი ეკუთვნის კომპანიას „სემა“, რომელსაც შესაბამისი დოკუმენტაცია ხორბლის შემოტანის თაობაზე შემოსავლების სამსახურში ამ დრომდე არ შეუტანია. ინფორმაციას უწყებაში გვიდასტურებენ.

ასევე აღსანიშნავია კიდევ ერთი დეტალი, რომ ამ დროისთვის ხორბლის გადმოტვირთვა მიმდინარეობს ბათუმის პორტში. 

„პირველებმა გაარკვია, რომ „სემა“ არის გადამზიდი კომპანია, რომელმაც ხორბალი შემოიტანა კომპანია „გულისტანისთვის“, ეს არის ოზუგეთში რეგისტრირებული საწარმო, რომელსაც თურქები ფლობენ.

კომპანიის წარმომადგენლობა ამბობს, რომ ამ დრომდე არ ყოფილა შემთხვევა, რომ რუსული ხორბალი შემოეტანოს კომპანიას, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაზე, როგორც თავად ამბობს, არ ფლობს, რადგან შვებულებაში იმყოფება. თუმცა გვიდასტურებს, რომ ამ დროისთვის „გულისტანის“ ქარხანა გაჩერებულია და შესაბამისად, მათ ხორბლის შესყიდვა არ ესაჭიროებათ. 

რუსული გემი როსტოვიდან, გუშინ, გვიან ღამით შემოვიდა ბათუმის პორტში.