ანაკლიაში ხიდი დაამტვრიეს და მინები ჩალეწეს

16.08.22 16:28
ანაკლიაში ხიდი დაამტვრიეს და მინები ჩალეწეს

ანაკლია-განმუხურის დამაკავშირებელ საფეხმავლო ხიდზე ვანდალიზმის ფაქტი დაფიქსირდა. დაამტვრიეს ხიდი და ჩალეწილია მინები.

წუხელ დააზიანეს ხიდზე არსებული მინის 52 მოაჯირი. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.