ვინ შეცვლის ლომჯარიას? - არასამთავრობოებმა ომბუდსმენის შერჩევის გამჭვირვალე პროცესი დაიწყეს

17.08.22 11:22
ვინ შეცვლის ლომჯარიას? - არასამთავრობოებმა ომბუდსმენის შერჩევის გამჭვირვალე პროცესი დაიწყეს

ვინ შეცვლის ნინო ლომჯარიას? - არასამთავრობო სექტრორმა ახალი სახალხო დამცველის შერჩევის გამჭვირვალე პროცესი დაიწყო. 

მესამე სექტორი მოითხოვს, ახალი სახალხო დამცველი საერთო სამოქალაქო კონსესუსით  შეირჩეს, რათა "ოცნებამ" ომბუცმენის თანამდებობაზე მხოლოდ მისთვის სასურველი კანდიდატურა არ დაამტკიცოს. 

არასამთავრობოები ამბობენ, რომ აღნიშნულ საკითხზე აქტიურ მუშაობას სექტემბრიდან დაიწყებენ, მანამდე კი ამ პროცესში ჩართვა ნებისმიერ ორგანიზაციას შეეძლება. მათი განმარტებით, 10 ორგანიზაცია 1 კანდიდატურის წარდგენას შეძლებს, შერჩეულ კანდიდატებს შემდეგ უკვე პოლიტიკურ პარტიებს გადაუგზავნიან და რომელიმე მათგანის მხარდაჭერას სთხოვენ.

აგვისტოს ბოლომდე ჩვენ მივიღებთ მათ განცხადებას, ვისაც უნდა ამ პროცესში ჩართვა და სექტემბრიდან უკვე ეს გაფართოევბული შემდგენლობა სამოქალაქო სექტორისა, შეიმუშავებს წესს, თუ როგორ უნდა მოხდეს კანდიდატის ნომინირება. მოხდება ნომინირება, სავარაუდოდ, რამდენიმე ადამიანის და ამ რამდენიმე ადამიანს შორის დებატებს, საუბარს, საზოგადოებასთან ურთიერთობას, ის, რომ გავაცნოთ ეს ადმაიანები საზოგადოებას, ამას უზრუნველყოფს არასამთავრობო სექტორი და სწორედ ამ კანდიდატებიდან, ჩვენ ვთხოვთ,  შეარჩიიონ ადამიანიები და დაანომინირონ ოფიციალურად უკვე პარლამენტის წინაშე, - ამობს "საფარის" აღმასრულებელიდირექტორი ბაია პატარაია. 

ომბუდსმენის პოზიციაზე მუშაობის 5 წლიანი ვადა ნინო ლომჯარიას წლის ბოლოს გასდის.  აღსანიშნავია, რომ ახალი სახალხო დამცველის ასარჩევად "ქართულ ოცნებას" საჭირო 90 ხმა არ გააჩნია, ამიტომ მათ ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციები მოუწევთ.