დოროყაშვილი პროცესზე ვერ მიდის - გახმაურებული საქმის განხილვა დღეს, სავარაუდოდ, ჩაიშლება

17.08.22 11:12
დოროყაშვილი პროცესზე ვერ მიდის - გახმაურებული საქმის განხილვა დღეს, სავარაუდოდ, ჩაიშლება

ბოლო დროის ყველაზე გახმაურებული საქმის  განხილვა დღეს სავარაუდოდ ჩაიშლება.

დოროყაშვილს ბასილაშვილის წინააღმდეგ დღეს ახალი მტკიცებულებები, ვიდეომასალები უნდა გაესაჯაროვებინა, მაგრამ დაზარალებული პროცესზე ვერ მიდის. სასამართლოში ახლა ექიმის დასკვნას ელოდებიან, რომ გაიგონ რა მიზეზით ვერ გამოცხადდა დოროყაშვილი ჩვენების მისაცემად.  

ნელი დოროყაშვილის ადვოკატის თქმით, დაზარალებული თავს ცუდად გრძნობს, ის შესაძლოა კოვიდინფიცირებული იყოს, ამიტომაც სასამართლო სხდომაზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ მივა.

„სავარაუდოდ დღევანდელი პროცესი გადაიდება ჩვენი მიზეზით. დაზარალებული შეუძლოდ გრძნობს თავს. კოვიდ 19 უნდა გამოირიცხოს, რომ სხვებს საფრთხე არ შეექმნათ სასამართლო სხდომაზე. ვიდეო ჩანაწერების გამოკვლევები არ დასრულებულა და ეს პროცესი უნდა დასრულდეს. ასევე გამოკვლეული უნდა იყოს წარდგენილი  აუდიო და ვიდეო მასალა, სადაც ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტია აღწერილი“.- ამბობს ადვოკატი.

რაც შეეხება ნიკოლოზ ბასილაშვილი, ის ყოფილი ცოლის ბვრალდებებს არ აღიარებს და მისი უფლებადამცველის თქმით, ჩოგბურთელის ჩვენების მიცემის შემდეგ ყველაფერი გაირკვევა.

„არ ჰქონია ასეთ ფაქტს ადგილი და როგორ შეიძლება ნიკოლოზ ბასილაშვილმა ეს აღიაროს. ეს არის ტყუილი. ნიკოლოზის ჩვენების შემდეგ ყველაფერი შეჯერდება და მას შემდეგ, ბოლოს გეტყვით ყველაფერს“. - ამბობს ბასილაშვილის ადვოკატი.
 

მსგავსი სიახლეები