რუსთავში ხარაჩოდან მუშა გადმოვარდა

17.08.22 11:50
რუსთავში ხარაჩოდან მუშა გადმოვარდა

რუსთავში ხარაჩოდან 62 წლის მუშა გადმოვარდა.

ინფო რუსთავის ინფორმაციით, კაცი სკვერში არსებულ ატრაქციონებზე სამუშაოს ასრულებდა, რა დროსაც ხარაჩოდან გადმოვარდა და დაშავდა. 

დაშავებული სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა. არსებული ინფორმაციით, კაცის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.