სამცხე-ჯავახეთში ყირიმ-კონგოთი 1 ადამიანი დაინფიცირდა
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდეში, ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელებით ერთი ადამიანი დაინფიცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.
ინფიცირებული 78 წლის ქალია.
2022 წელს, სამცხე–ჯავახეთში ინფექციით დაავადებულების რიცხვი 41-მდე გაიზარდა. მიმდინარე წელს ყირიმ-კონგოთი ერთი ადამიანი გარდაიცვალა.