ვინ იქნება ახალი ომბუდსმენი - ოპოზიცია "ოცნების" მხრიდან ხმებით ვაჭრობას არ გამორიცხავს

17.08.22 12:57
ვინ იქნება ახალი ომბუდსმენი - ოპოზიცია "ოცნების" მხრიდან ხმებით ვაჭრობას არ გამორიცხავს

ვინ აპირებს მხარი დაუჭიროს "ქართული ოცნების" შერჩეულ სახალხო დამცველის კანდიდატურას - გადამწყვეტი  ოპოზიციონერი დეპუტატების ხმები იქნება.

ომბუდსმენის დასამტკიცებლად მინიმუმ 90 კანონმდებლის მხარდაჭერაა საჭირო, მმართველ პარტიას კი ხმები არ ყოფნის.  საჭიროა მინიმუმ 6 ხმა, რომ ღარიბაშვილის უახლოესი გარემოცვის წევრი ლომჯარიას შემცვლელად გააფორმონ.

 ოპოზიციის ნაწილი ვარაუდობს, რომ  პარლამენტში ხმებით ვაჭრობა დაიწყება. 

პარტია "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ კონსულტაციების ფორმატი მათთის მსიაღებია და მხარს დაუჭერენ.  ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, არსებობს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხები, სადაც პოლიტიკური ოპონენტების თემა არ უნდა არსებობდეს. 

სახალხო დამცველი უნდა იყოს ადამიანი, რომელსაც აქვს საქართველოს მოქალაქეების ძლიან დიდი ნდობა, რომელიც არის დამოუკიდებელი, ნებისმიერ ფორმატს, სადაც იქნება კონსულტაციები, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს, ჩვენ მივესალმებით, რომ სახალხო დამცველი ჩვენ მივიღოთ დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი. არის სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხები, როცა არ უნდა არსებობდეს პოლიტიკური ოპონენტების თემა, - თქვა ხაზარაძემ.

არასამთავრობოების მიერ სახალხო დამცველის შერჩევის პროცესის მართვას მიესალმება "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძეც. მისი თქმით, პროცესშ ჩარევას არ აპირებენ, თუმცა საჭიროების შემთხვევაში მხარს სწორედ მესამე სექტორის მიერ შერჩეულ კანდიდატს დაუჭერენ. 

არსებობს პრაქტიკა, რმელიც გამოყენებული იქნა უჩა ნანუშვილის შერჩევბის დროს, როცა სახელმწიფო ხელისუფლება არ ჩარეულა და არასამთავრობო ორგანიზაციების კოორდინაციით მიმდინარეობდა ეს პროცესი, მათი პასუხისმგებლობის ქვეშ. იგივე მოხდა დაახლოებით მოქმედ ომბუდსმენთან, ნინო ლომჯარიასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, რომ დამატებითი რეგულაციების ჩაწერა საკანომდებლო დონზე არ არის სავალდებულო და ის წესი, რაც არსებობს შეთანხმების დონეზე, ეს წესი არ დაიღვეს. ჩვე ვიზიარებთ ამ შემოთავაზება მათ და არ ვერევით კანდიდატის შერჩევაში, მაგრამ თუ პარლამენტში იქნება საჭირო ჩვენი მხარდაჭერა, ჩვენ მხარდაჭერას ვუცხადებთ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შერჩეულ კანდიდატს, - თქვა პაატა მანჯგალაძემ. 

"ქართულ ოცნებაში" კი ამბობენ, რომ სახალხო დამცველის არცევასთან დაკავშირებით ყველაფერი იმ გეგმის მიხედვით წარიმართება, რომელიც მათ 12 პუნქტის შესრულების პროცესშ გაწერეს.

შეგახსენებთ, რომ ომბუდსმენის პოზიციაზე მუშაობის 5 წლიანი ვადა ნინო ლომჯარიას წლის ბოლოს გასდის.  აღსანიშნავია, რომ ახალი სახალხო დამცველის ასარჩევად "ქართულ ოცნებას" საჭირო 90 ხმა არ გააჩნია, ამიტომ მათ ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციები მოუწევთ.