სოსოს დაურეკა გომელაურმა და დაემუქრა - გოგაშვილის ცოლი საგამოძიებო სამსახურში იკითხება

17.08.22 13:17
სოსოს დაურეკა გომელაურმა და დაემუქრა - გოგაშვილის ცოლი საგამოძიებო სამსახურში იკითხება

გოგაშვილმა დღეს ახლი კარტები გახსნა და შინაგან საქმეთა მინისტრზე იერიში მიიტანა. პარალელურად, ამ წუთებში გოგაშვილის ოჯახის წევრები სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში იკითხებიან. 

თია მარტყოფლიშვილი ცოტა ხნის წინ შევიდა საგამოძიებო უწყებაში.

მან „პირველებს“ განუცხადა, რომ გომელაურმა  მის მეუღლეს დაურეკა და დაემუქრა.

გოგაშვილის ცოლი იმასაც ამბობს, რომ სუს-ის ყოფილმა შეფმა დრო ითხოვა მტკიცებულებებისთვის და მანამდე, ოჯახის წევრებს დროებით გაჩერება სთხოვა.

30 ივლისს რომ მოხდა ჩემი და ჩემი მეუღლის შეხვედრა, დეტალურად მოგიყვებით, რაც გადმომცა ჩემმა მეუღლემ. სოსოს დაურეკა ვახტანგ გომელაურმა და რა მუქარებიც იყო შემიძლია დეტალურად აღვწერო და მზად ვარ ვუთხრა გამომძიებელსაც. მან მომიყვა როგორ დაემუქრენენ თუ ჩვენ მედიასთან არ შევწყვეტდით კომუნიკაციას და მათთვის სასურველ ჩვენებას არ მისცემდა სოსო გოგაშვილი. ჩემი მეუღლე გავამხნევეთ და ვთქვით, რომ ბოლომდე ვიბრძოლებდით. მე შენს უდანაშაულობას ნამდვილად დავამტკიცებ-თქო. დრო ითხოვა, სანამ მტკიცებულებებს მოვიპოვებო, მანამდე გაჩერდითო. ჩვენ პატივი ვეცით მის გადაწყვეტილებას“. - ამბობს გოგაშვილის მეუღლე.

გოგაშვილმა დღეს ციხიდან მორიგი სკანდალური წერილი გაავრცელა. სუს-ის ყოფილი შეფი გომელაურის წინააღმდეგ აუდიო მტკიცებულებების გასაჯაროვებას აანონსებს. არსებობს ჩანაწერი, რომლითაც მტკიცდება, რომ გომალაურის მიგზავნილმა აგენტმა მალზახ მაჩალიკაშვილს და მის მეუღლეს ცრუ ინფორმაცია მიაწოდა, თითქოს სპეცოპერაცია პანკისის ხეობაში გოგაშვილის ჩატარებული იყო, არადა ახლა ირკვევა, რომ შავნაბადას სპეცრაზმი, რომელმაც თემირლან მაჩალიკაშილის სიცოხლე შეიწირა, პირადად ვახტნაგ გომელაურს ექვემდებარებოდა.