ამას გიტლერი აკეთებდა, რასაც აკეთებთ რუსი ტურისტების მიმართ, ეს საშინელი მკრეხელობაა - მეუფე სპირიდონი
ასე აკეთებდა გიტლერი, ადოლფ გიტლერი – საწყალ ებრაელებს დევნიდა და სადაც ნახავდა, ხოცავდა ყველგან - სხალთის ეპისკოპოსი, მეუფე სსპირიდონი, სოციალურ ქსელში მიმდინარე ანტირუსულ კამპანიას ეხმიანება და მას გარკვეული ძალების მიერ ინსპირირებულად მიიჩნევს.
მე მინდა გითხრათ ძალიან უსიამოვნო ინციდენტის შესახებ. მოვისმინე სოციალურ ქსელებში, რომ რუს ტურისტებს აყენებდნენ შეურაცხყოფას. ეს არაფერში წერია. ჯერ ერთი, ვაჟა ფშაველას “სტუმარ მასპინძელი” ხო მაინც წაგიკითხავს. მერე მეორე, ჩანს, რომ ეს გარკვეული ძალების მიერაა ინსპირირებული. უკრაინის პრეზიდენტმა და მათმა ხელმძღვანელობამ მოუწოდა, რომ რუს კარგ ტურისტებს ძალიან უხეშად მოეპყარით და გამოდევნეთ თქვენ-თქვენი ქვეყნიდანო. ასე აკეთებდა გიტლერი, ადოლფ გიტლერი – საწყალ ებრაელებს დევნიდა და სადაც ნახავდა ხოცავდა ყველგან, მაღაზიაში არ უშვებდა, რესტორანში არ უშვებდა, თავშეყრის ადგილებში არ უშვებდა. ეს იყო საშინელი დევნა ებრაელი ხალხის მიმართ, ახლა თქვენ აკეთებთ ამას რუსი ტურისტების მიმართ. ეს ხომ საშინელი მკრეხელობაა - აცხადებს მეუფე სპირიდონი