გომელაურზე გადაბიჯების გარეშე ვერავინ გასცემდა ბრძანებას - მაჩალიკაშვილი გოგაშვილის ნათქვამს ადასტურებს

17.08.22 15:22
გომელაურზე გადაბიჯების გარეშე ვერავინ გასცემდა ბრძანებას - მაჩალიკაშვილი გოგაშვილის ნათქვამს ადასტურებს

ის, რაც გოგაშვილმა ციხიდან გამოგზავნილ წერილში დაწერა, პრაქტიკულად  მალხაზ მაჩალიკაშვილმაც დაადასტურა.

თემირლან მაჩალიკაშვილის მამა არ მალავს, რომ შვილის ლიკვიდაციის შემდეგ მასთან ხშირად დადიოდნენ „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული და სუსთან მჭიდო კავშირში მყოფი პირები.

პანკისში ფიქრობენ, რომ ამ მასშტაბის სპეცოპერაციას, რომელსაც 19 წლის ახალგაზრდის სიცოცხლე შეეწირა სუს-ის მაშინდელი ხელმძღვანელის, ვახტანგ გომელაურის ბრძანების გარეშე ვერავინ ჩაატარებდა. 

„მოგზავნილი ამ ხელისუფლებისგან ბევრი ყოფილა ჩემთან, მაგრამ გოგაშვილს დავადოთ ხელი და გოგაშვილი დავადანაშაულოთო, ასეთი საუაბრი არავისთან მქონია. აქ არის მოსული შავნაბადას სპეცრაზმი, აქ არის მოსული სუს-იდან ქვედანაყოფი. გომელაურს რომ არ გაეცა ბრძანება, მასზე გადაბიჯების გარეშე ხო არ გასცემდა სხვა ამ ბრძანებას? გოგაშვილს ვადანაშაულებ იმაში, რო მაგან მოიფიქრა ის, როგორ გაეშავებინათ ეს საქმე და როგორ გაეჩინათ ეჭვი, რომ მაჩალიკაშვილი იყო ტერორისტი“.- ამბობს მალხაზ მაჩალიკაშვილი.
 

სოსო გოგაშვილი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე ალაპარაკდა. 

რუსთავის ციხიდან გამოგზავნილ ახალ წერილში სუ-სის ყოფილი მაღალჩინოსანი ხელს ვახტანგ გომელაურს ადებს.

წერილით ირკვევა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის ლიკვიდაციის შემდეგ გომელაური იყო ის ადამიანი, ვინც შვილმკვდარ მშობლებთან აგენტს აგზავნიდა და ოჯახს  გოგაშვილის წინააღმდეგ ამხედრებდა.