"აქედან მინდა მას მივმართო, აწი, როცა სუფრაზე მოხვდება..."- გოგაშვილის ცოლი გომელაურს
სოსო გოგაშვილის მეუღლე ვახტანგ გომელაურს უღირს გენერლად მოიხსენიებს და შინაგან საქმეთა მინისტრს მოუწოდებს, აწი სუფრაზე რომ მოხვდება უღირსების სადღეგრძელო დალიოს, მისი თამადობით.
სამწუხაროდ, ჩვენი ახლობელი, ოჯახის წევრი იყო და ჩემი შვილიშვილის ნათლია. როდესაც სუფრასთან მოვხვდებოდით მას ძალიან უყვარდა ღირსების სადღეგრძელოს დალევა. აქედან მინდა მას მივმართო, რომ, აწი, როდესაც მოხვდება სუფრაზე ღირსების სადღეგრძელო კი არა უღირსების სადღეგრძელო დალიოს თავის თამადობით, იმიტომ რომ ის არის ჩემს თვალში უკვე უღირსი და ღირსეული გენერალი კი არა უღირსი გენერალია. ეს მინდა რომ აქედან შევუთვალო“. - ამბობს გოგაშვილის ცოლი.
თია მარტყოფიშვილი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში თითქმის სამი საათია იკითხება.