დიდი ხანი ვოცნებობდი ამ დროზე, როცა ჩვენ ყველაფერზე საჯაროდ ვისაუბრებდით - ნინი გოგაშვილი
სოსო გოგაშვილის ქალიშვილის თქმით, დიდი ხანია, რაც დღევანდელი ხელისუფლება მამამის იყენებს და ყველა შეცდომა, რასაც „ოცნება“ ჩადის სუს-ის ყოფილ შეფს ბრალდება.
ნინი გოგაშვილი ამბობს, რომ დიდი ხანი ოცნებობდა ის დრო დამდგარიყო, როდესაც მამამისი ღიად, ყველაფერზე საუბარს დაიწყებდა.
ჩვენთვის ცნობილი იყო დიდი ხანი, რომ ისინი სოსო გოგაშვილს იყენებდნენ. ყველა შეცდომა, რასაც ეს მთავრობა უშვებდა სოსო გოგაშვილზე ტყდებოდა და ბედნიერი ვარ, რომ დადგა ის დრო, როცა მამაჩემი ამ ყველაფერზე საჯაროდ საუბრობს. საზოგადოება შეიტყობს ამის შესახებ ყველაფერს. ნამდვილად, დიდი ხანი ვოცნებობდი ამ დროზე, როცა ჩვენ ამ ყველაფერზე საჯაროდ ვისაუბრებდით. იმედი მაქვს მამაჩემი კიდევ ღიად ისაუბრებს ბევრ ისეთ დეტალებზე, რაზეც დღეს ისევ სოსო გოგაშვილზეა ისრები მიმართული და საზოგადოება სიმართლეს შეიტყობს“. - ამბობს ნინი გოგაშვილი.