საშინელი ავარია ხობში - ქალი ადგილზე გარდაიცვალა
საშინელი ავარია მოხდა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვალონში.
ხობი-ფოთის დამაკავშირებელ გზაზე ერთმანეთს 2 მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
ადგილზე გარდაიცვალა შუახნის ქალი, 4 ადამიანი კი დაშავდა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო, სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები.