არ მჯერა, რომ გამოძიება გომელაურს და ივანიშვილს დაკითხავს - გოგაშვილის ცოლის გამოკითხვა დასრულებულია
ხუთ საათიანი გამოკითხვა დასრულებულია. სოსო გოგაშვილის მეუღლემ სპეციალურ საგამოძიებო უწყებას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა, თუ როგორ შეიყვანეს ციხეში, რა პროცედურები გაიარა პატიმრის მონახულებამდე.
გამომძიებელს დღეს თია მარტყოფლიშვილმა დაუდასტურა, რომ ნამდვილად არ ჰქონდა თან ქორწინების მოწმობა, მაგრამ მაინც შეუშვეს რუსთავის ნომერ მე-12 ციხეში.
გოგაშვილის ცოლი „პირველებთან“ საუბარში ამბობს, რომ ეს გამოკითხვები ფორმალურია და იმის მოლოდინი არ აქვს, რომ გომელაურს, ბიძინა ივანიშვილს და ციხის უფროსს გამოკითავენ.
„ყველა დეტალი აინტერესებდა გამოძებას. ყველაფერი დეტალურად აღვწერე. ისიც აღვნიშნე, თუ საჭირო გახდა ვინ დახვდა იქ და ვინ შეგვაცილა, მათაც თავისუფლად ამოვიცნობ-თქო. გადმოვეცი სიტყვა-სიტყვით თუ რა მუქარები იყო სოსო, ჩვენი ოჯახისა და ახლობლების მიმართ. მე რატომღაც არ მჯერა, რომ გომელაურს ან ბიძინა ივანიშვილს ან ციხის უფროსს დაკითხავენ. მე ეს უბრალოდ ფორმალობა მგონია“. - თქვა გოგაშვილის ცოლმა.