შეიარაღებული დაპირისპირება მიწის გამო - ბადიაურის მკვიდრი ფერმერი დახმარებას ითხოვს

17.08.22 20:40
შეიარაღებული დაპირისპირება მიწის გამო - ბადიაურის მკვიდრი ფერმერი დახმარებას ითხოვს

ცხოვრება  მუქარისა და ტერორის ქვეშ -  სოფელ ბადიაურის მკვიდრი კარლო ათაბეგაშვილი დახმარებას და  სოცოცხლის დაცვას ითხოვს. ამის მიზეზი კი მისი თანასოფლელია, რომელიც ათაბეგაშვილს უკვე 3 წელია, 12 ჰექტარი მიწის ნაკვეთის დათმობას აიძულებს.

ბოლოს ათაბეგაშვილს სახლში შეიარაღებული პირებიც მიუვარდნენ და ფიზიკურად გასწორნენ. დაზარალებულს 10 საჩივარი აქვს დაწერილი ადგილობრივ პოლიციაში, თუმცა მოძალადე თანასოფლელი გამოკითხვაზეც არ დაუბარებიათ. ამის მიზეზი კი თავდამსხმელის მფარველებია.  ადგილობრივ ფერმერს კი მხოლოდ ის დარჩენია, რომ შს მინისტრს საჯაროდ მიმართოს.

ფერმერი ბადიაურიდან  შინაგან საქმეთა მინისტრს აფრთხილებს, რომ შესაძლოა, დავა მიწების გამო მკვლელობით დასურულდეს.

ამათ უნდათ, რომ მომკლან და იარაღი დამაჭერინონ, ვითომ თავი მოვიკალი.

გომელაურო, შენ მოგმართავ, ბარემ შენ მომკალი, რაღა ამათ აკვლევინებ ჩემ თავს - მიმართავს შს მინისტრს ათაბეგაშვილი.

ფერმერი ბადიაურიდან ამტკიცებს, რომ გია გურგენიშვილს გარკვეული ვალის სანაცვლოდ იორმუღანლოს პოლიციის თანამშრომელი, გოჩა ათაბეგაშვილი, მფარველობს.

ირკვევა ისიც, რომ გომელაურის უწყების თანამშრომელი განგსტერულ გარჩევებში თავადაც ხშირად მონაწილობს. რამდენიმე დღის წინ მიწის მესაკუთრეს სახლში მიუვარდა და გაჩუმებას იარაღის მუქარით აიძულებდა

 გურგენიშვილი ,,პირველებს" უმტკიცებდა, რომ ათაბეგაშვილის სახელზე არსებული მიწა სახელმწიფო საკუთრებაა. მასზე ინტერესი და არსებული შეიარაღებული დაპირისპირება არ უარყვია და თქვა ისიც, რომ პოლიციას თავდასხმის გამო არც კი გამოუკითხავს

სინქრონი გურგენიშვილი

მეზობლებს შორის შეიარაღებული კონფლიქტის შესახებ იციან იორმუღანლოს პოლიციის განყოფილებაშიც, სადაც გვიმტკიცებენ, რომ ტერიტორია მათ არ ეკუთვნით და რეაგირებას ამიტომ ვერ ახდენენ.

ბადიაურში შეიარაღებული თავდასხმის შესახებ იციან საგარეჯოს პოლიციის განყოფილებაშიც. აქ კარლო ათაბეგაშვილის 10-მდე განცხადება დევს, თუმცა ყველა მათგანი რეაგირების გარეშეა დატოვებული. რატომ მფარველობენ შეირაღებულ თავდამსხმელს, სამართალდამცველებს პასუხი არ აქვთ