მკვლელობა თუ თვითმკვლელობა - ვალეში 50 წლის ქალი ყელგამოჭრილი ნახეს
ვალეში 50 წლის ქალი ყელგამოჭრილი იპოვეს. პოლიციას ახლა გამოკითხვაზე ჰყავს ადამიანი, ვინც ნაესი არახამია საწოლში სისხლიანი დანით იპოვა.
სამართალდამცველები მთელი ღამის განმავლობაში კითხავდნენ ასევე მეზობლებსაც.
გარდაცვლილის დეიდაშვილის თქმით, 50 წლის ქალს მტერი არ ჰყოლია.
"არ არსებობს ადამიანი, ვისაც ნაესი არ უყვარდა. ბოლოს ფსიქოლოგიურად ცუდად იყო და მკურნალობდა". - ამბობს დეიდაშვილი.
მეზობლის თქმით, გარდაცვლილმა გოგო გააცილა ახალციხეში და შემდეგ მოხდა ეს შემთხვევაც.
"გოგო გააცილა ახალციხეში და მერე თავი მოიკლაო, მაგრამ იქნება მოკლეს, რა ვიცი მე?" - ამბობს მეზობელი.
სახლი დალუქულია. ცხედარი პროზექტურაშია დასვენებული.
ექსპერტ კრიმინალისტებმა უნდა დაადგინონ ეს მკვლელობა იყო თუ არახამიამ დანით ყელი თავად გამოიჭრა.
შსს ამ დრომდე ვერ აზუსტებს რა მუხლით მიმდინარეობს გამოძიება.
შუახნის ქალი ვალეში 16 წლის შვილთან ერთად ცხოვრობდა. შემთხვევის დროს არასრულოვანი სახლში არ იმყოფებოდა.