გავრცელებული ინფორმაციით, ნაკაიძე ქალს დანით გაუსწორდა და მსხვერპლის დედას მიმოწერის ასლები გაუგავნა
პროკურატურა ასახელებს მოტივს, რის გამოც ტელეწამყვანი ლაშა ნაკაიძე მეგობარ ქალს გაუსწორდა.
საგამოძიებო უწყების ვერსიით ეს შურისძიება იყო.
ირკვევა, რომ ქალი სასტიკადაა ნაცემი, მას მრავლობითი დაზიანებები და მოტეხილობები აღენიშნება.
დაზარალებული მძიმე ემოციური მდგომარეობით კლინიკაშია მოთავსებული. მან ერთადერთი ჩვენება პოლიციას მისცა და ამ თემაზე საჯაროდ საუბარს არ აპირებეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ნაკაიძე ქალს დანით გაუსწორდა და მსხვერპლის დედას მიმოწერის ასლები გაუგავნა, რომელიც ქალს ტელეფონში უპოვა. არსებობს ფოტო და ვიდეო მასალაც, რომელსაც ექსპერტიზა ჩაუტარდება.
პროკურორ ნათია ნოზაძის განცხადებით, დაზარალებულს დაზიანებებთან დაკავშირებით შესაბამისი სამედიცინო ექსპერტიზა უტარდება.
„დაზარალებულთან დაკავშირებით დანიშნულია სამედიცინო ექსპერტიზა და ყველა იმ დაზიანებასთან დაკავშირებით, რაც დაზარალებულს სხეულზე აღენიშნება, შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა გაიცემა," - აღნიშნა პროკურორმა. საქმეში არის წარმოდგენილი არაერთი მტკიცებულება, მათ შორის, მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, ნივთიერი მტკიცებულებები და ა.შ. მიმდინარეობს გამოძიება და ასევე, დამატებითი მტკიცებულებების მოპოვება ხდება, მათ შორის იქნება ეს ფოტომასალა თუ ა.შ," - განაცხადა პროკურორმა.
საქალაქო სასამართლოში აღკვეთ ღონისძიებაზე მსჯელობა უკვე დასრულდა. ტელეწამყვანი მოსამართლემ პატიმრობაში გაუშვა.