„1.2 მლნ დოლარი რადიაქტურ ნივთიერებაში“ – თბილისსა და საგარეჯოში 3 პირი დააკავეს

18.08.22 16:10
„1.2 მლნ დოლარი რადიაქტურ ნივთიერებაში“ – თბილისსა და საგარეჯოში 3 პირი დააკავეს

 „1.2 მლნ დოლარი რადიოაქტიურ ნივთიერებაში“ – თბილისსა და საგარეჯოში 3 პირი დააკავეს.   

"გამოძიებით დადგინდა, რომ პირთა ორგანიზებული ჯგუფი, ქალაქ თბილისსა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, მათსავე კუთვნილ საცხოვრებელ მისამართებზე უკანონოდ ინახავდნენ ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშ გამა-გამოსხივების მქონე რადიოაქტიურ ნივთიერებებს.

დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, შემუშავებული გეგმის თანახმად, აქტიურად ახორციელებდნენ მყიდველი პირის მოძიებას, რადიოაქტიური ნივთიერებების შენახვის ადგილის სისტემატური ცვალებადობით ინარჩუნებდნენ კონსპირაციას და საბოლოოდ შეეცადნენ ხსენებული ნივთიერებების ერთი მილიონ 200 000 ამერიკულ დოლარად გასაღებას, რა დროსაც მოხდა მათი დაკავება." - აცხადებს სუს-ი.

სამივე პირი 16 აგვისტოს დააკავეს. დღეს კი სამივე მათგანს ბრალი წარუდგინეს „ბირთვული მასალისადმი ან მოწყობილობისადმი, რადიოაქტიური ნარჩენისადმი, რადიოაქტიური ნივთიერებისადმი უკანონო მოპყრობის“ მუხლით.

ბრალდება 5-დან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.